Sunday, September 10, 2017

ტრენინგის მეორე დღე

                                   ტრენინგის  მეორე დღე
ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი  დღე იყო. თავიდან საშინაო დავალების განხილვით დავიწყეთ. მიმოვიხილეთ ის პროექტები, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ. ერთმანეთს მივეცით მნიშვნელოვანი რეკომენდაციები..
გავიმეორეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა.გავეცანით პუბლიკაციების მოთხოვნებს გავიმეორეთ  wordis  დოკუმენტები.ვისწავლეთ ძალიან საჭირო და გამოსაყენებელი ბუკლეტების დამზადება, რომელიც საჭიროა არა მარტო პროექტისათვის, არამედ სხვა მიმართულებითაც. 

Saturday, September 9, 2017

ტრენინგის პირველი დღე

 ტრენინგის პირველი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან სწორედ ეს არის საფუძველი დანარჩენი დღეებისა . ერთმანეთის გაცნობის შემდეგ, ჩვენმა ხელმძღვანელმა, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა თავისი ენერგიით და ცოდნით, გაგვაცნო სასწავლო კურსის მიზანი. აგრეთვე გავეცანით გზამკვლევს. ვისწავლე პორთფოლიოს საქაღალდის შექმნა. გავეცანი კურსის რესურსებს. ვისწავლე  ბლოგის შექმნა. განვიხილეთ პროექტები. პირველი დღე ძალიან დატვირთული იყო..