Saturday, October 7, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

დღე  გამეორებით  დავიწყეთ. შემდეგ თვალი გადავავლეთ  პროექტების პრეზენტაციას. ვიმუშავეთ ბლოგზე. მოვისმინეთ ჯგუფის წევრების მიერ  დაგეგმილი პროექტების  პრეზენტაციები.
       ყველას კარგად გვესმოდა  ბოლო დღის პასუხისმგებლობა...  ამიტომ იყო, რომ ძალიან საინტერესო პროექტები იყო წარმოდგენილი. განსაკუთრებით   ჩემთვის საინტერესო იყო ტირძნისის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ნინო ტეტუნაშვილის პროექტი,, შენი უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლება",  მეჯვრისხევის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებლის მერი მამულაშვილის პროექტი ,, კაი ყმა "-ვაჟას შემოქმედებაში",  ქვენა ტკოცის საჯარო სკოლის  მათემატიკის მასწავლებლის  როლანდი ხარაზიშვილის  პროექტი  ,,მინი ფერმა" და სხვა...
     რა მომცა ამ ტრენინგმა?  ბევრი რამ.  კარგად  ვისწავლე  პროექტების თვითეული ეტაპის პრაქტიკულად განხორციელება  და დოკუმენტაციის სწორად წარმოების გზები.მე ორმაგად მჭირდებოდა ეს ტრენინგი, ერთი-როგორც ფასილიტატორს( სხვა როგორ უნდა შეაფასო, თუ შენ არ იცი), მეორე--როგორც ჩვეულებრივ მასწავლებელს, რომელსაც აქვს ამბიცია, იყოს კარგი სპეციალისტი. ტრენინგზე შევისწავლეთ  როგორ უნდა გამოვუმუშავოთ მოსწავლეებს  21-ე საუკუნის უნარ- ჩვევები, რაც ძალზე საჭიროა .
            და ბოლოს...  ჩვენი ტრენერი  ქალბატონი ქეთი ცერაძე უბადლო პროფესიონალი, კარგი ორგანიზატორი, კონტაქტური , კომუნიკაბელური და უბრალოდ  კარგი ადამიანი.
მადლობა ქალბატონ ქეთის  ნაყოფიერი მუშაობისათვის. 

Sunday, October 1, 2017

ტრენინგის მერვე დღე

დღე ჩვეულებისამებრ გამეორებით დავიწყეთ. ამის შემდეგ ვიმუშავეთ ფასილიტაციის ნიმუშების შექმნაზე, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მოსწავლეებთან მიმართებაში. მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიოები  და მოვამზადეთ პროექტი ბლოგზე ასატვირთად.  ვისწავლეთ ბლოგზე ატვირთის-გადატანის ეტაპები: თავდაპირველად საქაღალდის ატვირთვა დრაივში, შემდეგ საქაღალდეზე მისამართის მინიჭება,  ბოლოს მისამართის გადატანა ბლოგზე. პროექტის ატვირთვის შემდეგ ვისწავლეთ სიის გაჯეტის შექმნაც
დღე საინტერესო, ბევრის მომცემი და ნაყოფიერი იყო

Saturday, September 30, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით, შემდეგ განვიხილეთ მოდული-დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის. გავეცანით როგორ გავითვალისწინოთ ყველა მოსწავლის საჭიროებები, რამაც დამარწმუნა იმაში, რომ სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებსა და მიზნებს რომ მივაღწიო, უნდა გამოვიყენო მოსწავლეთა სასწავლო პოტენციალი. ვიმუშაო მოსწავლეთა შორის განსხვავებების გამოვლენაზე. ისე დავგეგმო პროექტი, რომ ყველა მოსწავლეთა საჭიროება გავითვალისწინო.
შემდეგ დავხვეწეთ და დავასრულეთ პროექტის გეგმა.
დღე  დატვირთული და შინაარსიანი იყო. 

Sunday, September 24, 2017

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგი გამეორებით დავიწყეთ. ამის შემდეგ ვიმუშავეთ მოსწავლის მიერ შესაქმნელ პრეზენტაციაზე, თუ როგორ უნდა ააწყოს მოსწავლემ პრეზენტაცია, რა აუცილებელი სლაიდები უნდა გამოვიყენოთ
ამის შემდეგ გადავხედეთ გეგმებს და ვიმუშავეთ პროექტში სასწავლო პროცედურების თანმიმდევრობის შესახებ.
შემდეგ ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე
დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო

Saturday, September 23, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრადიციისამებრ გამეორებით დავიწყეთ ტრენინგის მეხუთე დღეც. დღე ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო.
გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის და გამოყენების ხერხებს. ამის შემდეგ ვისწავლეთ თუ როგორ დაგვეთვალიერებინა ერთმანეთის ბლოგები და ერთმანეთს გავუგზავნეთ კომენტარები. ამის შემდეგ ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგის შექმნაზე, როგორ ჩავსვათ  სურათები. ვიმუშავეთ გაჯეტებზეც 

Sunday, September 17, 2017

მეოთხე დღე

მეოთხე დღე ძალიან დატვირთული იყო. დღე გამეორებით დავიწყეთ. ვისწავლეთ ჩვენთვის მეტად საჭირო და გამოსაყენებელი საკითხი--შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვა. ვიმუშავეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმაზე და პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციაზე

Saturday, September 16, 2017

ტრენინგის მესამე დღე

დღე ჩვეულებისამებრ დავიწყეთ გამეორებით . ამის შემდეგ  დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. პირველ რიგში დავადგინეთ , როგორ განვსაზღვროთ სტანდარტი , აქედან გამომდინარე ---როგორ განვსაზღვროთ მიზანი.  ვიმუშავეთ   მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. დღე  ნაყოფიერი იყო