Saturday, October 7, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

დღე  გამეორებით  დავიწყეთ. შემდეგ თვალი გადავავლეთ  პროექტების პრეზენტაციას. ვიმუშავეთ ბლოგზე. მოვისმინეთ ჯგუფის წევრების მიერ  დაგეგმილი პროექტების  პრეზენტაციები.
       ყველას კარგად გვესმოდა  ბოლო დღის პასუხისმგებლობა...  ამიტომ იყო, რომ ძალიან საინტერესო პროექტები იყო წარმოდგენილი. განსაკუთრებით   ჩემთვის საინტერესო იყო ტირძნისის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ნინო ტეტუნაშვილის პროექტი,, შენი უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლება",  მეჯვრისხევის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებლის მერი მამულაშვილის პროექტი ,, კაი ყმა "-ვაჟას შემოქმედებაში",  ქვენა ტკოცის საჯარო სკოლის  მათემატიკის მასწავლებლის  როლანდი ხარაზიშვილის  პროექტი  ,,მინი ფერმა" და სხვა...
     რა მომცა ამ ტრენინგმა?  ბევრი რამ.  კარგად  ვისწავლე  პროექტების თვითეული ეტაპის პრაქტიკულად განხორციელება  და დოკუმენტაციის სწორად წარმოების გზები.მე ორმაგად მჭირდებოდა ეს ტრენინგი, ერთი-როგორც ფასილიტატორს( სხვა როგორ უნდა შეაფასო, თუ შენ არ იცი), მეორე--როგორც ჩვეულებრივ მასწავლებელს, რომელსაც აქვს ამბიცია, იყოს კარგი სპეციალისტი. ტრენინგზე შევისწავლეთ  როგორ უნდა გამოვუმუშავოთ მოსწავლეებს  21-ე საუკუნის უნარ- ჩვევები, რაც ძალზე საჭიროა .
            და ბოლოს...  ჩვენი ტრენერი  ქალბატონი ქეთი ცერაძე უბადლო პროფესიონალი, კარგი ორგანიზატორი, კონტაქტური , კომუნიკაბელური და უბრალოდ  კარგი ადამიანი.
მადლობა ქალბატონ ქეთის  ნაყოფიერი მუშაობისათვის. 

Sunday, October 1, 2017

ტრენინგის მერვე დღე

დღე ჩვეულებისამებრ გამეორებით დავიწყეთ. ამის შემდეგ ვიმუშავეთ ფასილიტაციის ნიმუშების შექმნაზე, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მოსწავლეებთან მიმართებაში. მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიოები  და მოვამზადეთ პროექტი ბლოგზე ასატვირთად.  ვისწავლეთ ბლოგზე ატვირთის-გადატანის ეტაპები: თავდაპირველად საქაღალდის ატვირთვა დრაივში, შემდეგ საქაღალდეზე მისამართის მინიჭება,  ბოლოს მისამართის გადატანა ბლოგზე. პროექტის ატვირთვის შემდეგ ვისწავლეთ სიის გაჯეტის შექმნაც
დღე საინტერესო, ბევრის მომცემი და ნაყოფიერი იყო